უდაბნოს კალიების შემოჭრის შედეგად აღმოსავლეთ აფრიკის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები მნიშვნელოვნად დაზარალდა.მწერებისგან მიყენებული ზარალი ექსპერტებმა 8 მილიარდ 5 მილიონ დოლარად შეაფასეს. ამ დროს კი მსოფლიო ბანკი მიყენებული ზარალის გასამკლავებლად მხოლოდ 500 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.
Financial Times-ის ინფორმაციით, პრობლემა უკვე 23 ქვეყანას შეეხო, მათ შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ - სომალი, ეთიოპია, კენია, უგანდა და სამხრეთ სუდანი, სადაც მწერები ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში გამოჩნდნენ. ახლა კი ისინი შუა აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიისკენ გადაადგილდებიან.