2021 წელს გლობალური ეკონომიკა 5,6%-ით გაიზრდება, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 80 წლის განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღდგენის პროცესი არათანაბარი იქნება და ამავდროულად არსებობს ერთგვარი გაურკვევლობა მის სიმყარესთან და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში გაგრძელდება პანდემიის ნეგატიური გავლენა.
მათივე პროგნოზით, 2021 წელს შტატების ეკონომიკა - 6,8%-ით, ევროზონის - 4,2%-ით, იაპონიის - 2,9%-ით და ჩინეთის - 8,5%-ით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა 2022 წელს 4,3%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ინფლაციას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ის წლის ბოლომდე განაგრძობს ზრდას.