„მსოფლიო ბანკი“ 2020-2021 წლებში ნავთობზე საშუალო ფასის კლებას პროგნოზირებს. ამის შესახებ „მსოფლიო ბანკის“ იანვრის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, 2020-2021 წლებში ნავთობზე საშუალო ფასი ბარელზე 59 დოლარი იქნება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს არის საშუალო ფასი Brent, Dubai-სა და WTI მარკის ნავთობებზე. ანგარიშის ავტორების განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდა შესაძლოა, ამერიკა-ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში დაძაბულობის გაგრძელებამ გამოიწვიოს.
სპეციალისტების შეფასებით, 2019 წელს ნავთობზე საშუალო ფასმა 61 დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის საშუალო ფასზე 10%-ით ნაკლებია. ამასთან, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2020 წელს ნავთობის საშუალო ფასი 57 დოლარამდე და 94 ცენტამდე დაიწევს.