13:35
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მსოფლიო ავიაცია მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით მუშაობს
02-04-2020

გლობალური საავიაციო ინდუსტრია მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით მუშაობს. ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანია OAG Aviation Worldwide-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

კომპანიის უფროსი ანალიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს მგზავრთნაკადის 40 მილიონამდე შემცირებას, თუმცა მისი პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ, მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზარდოს.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით კი, პანდემიამ ავიაკომპანიებს „უპრეცედენტო შოკი“ მიაყენა. მათი გათვლებით, ინდუსტრია 2020 წელს, 252 მილიარდი დოლარით დაზარალდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები