მარტიდან სექტემბრამდე მომსახურებით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე ზრდის ტემპი შენელდა - ამის შესახებ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ ანგარიშშია აღნიშნული.მასში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „ვაჭრობით მომსახურების ინდექსი“, რომელიც გლობალური კომერციის ტენდენციებს ასახავს, ახლა 95,6 პუნქტს შეადგენს, რაც მარტის ნიშნულზე დაბალია და ასევე ნაკლებია გასული წლის სექტემბრის ნიშნულზე.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საკონტეინერო გადაზიდვებისა და სამშენებლო სექტორში ნეგატიური პროცესების შეწყვეტაზე საუბრობს. ფინანსური მომსახურების სფერო კი მათი ცნობით, ერთადერთი სექტორია, რომელიც სექტემებრიდან მატების ტრენდშია.