მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე მოუწოდებს ქვეყნებს, დაწიონ სავაჭრო ბარიერები მედიკამენტებზე პანდემიის პირობებში. ამის შესახებ მან დიდი ოცეულის ქვეყნების ონლაინ სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფარმაცევტული საქონლით და სამედიცინო აპარატურით ვაჭრობა უნდა გახდეს დაუბეგრავი. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის დაწყების, ახალი დიაგნოსტიკისა და თერაპიის დაწყების პირობებში საჭიროა, სავაჭრო ბარიერების მოხსნა საზღვრებზე. მან ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს სრულფასოვნად ჩაერთონ ორგანიზაციის რეფორმირებაში.
ცნობისთვის, დიდი ოცეულის ონლაინ სამიტის მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა პანდემიასთან ბრძოლის მეთოდები და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის გზები.