გოგრა განსხვავებებიჩვენ აქ გვაქვს გოგრის სამი ყველაზე გავრცელებული ჯიში. სანამ გეტყვით რა სხვაობაა მათშორის სასარგებლო და გემოვნური თვისებების მხრივ, გასწავლით როგორ გაარჩიოთ ეს ჯიშები ვიზუალურად ერთმანეთისგან. ჩვენ აქ გვაქვს მუსკატის ჯიშის გოგრა, რომელიც მოგრძო ფორმისაა , ასეევე მსხვილნაყოფა და კანმაგარა გოგრები. მსხვილნაყოფა შედარებით დაბრტყელებულია ზემოდან, კანმაგარა კი სფეროსებური. ყველაზე გემრიელი და ტკბილი მუსკატის ჯიშის გოგრაა, მას შედარებით ნაკლები თესლი აქვს, მისი კანი თხელია და მარტივად იჭრება, შიგთავსი კი პირიქით მაგარი. სხვა გოგრის ჯიშებისგან განსხვავებით, როგორც ხედავთ ის უფრო მუქი სტაფილოსფერია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში უფრო მეტი კარატინოიდებია, ანუ რაც უფრო მუქი და მკვეთრი სტაილოსფერია გოგრა, მით მეტია მასში ბეტაკაროტინი და გამოდის, რომ მუსკატის ჯიშის გოგრა, ყველაზე სასარგებლოა.