ლოს ანჯელესში მასშტაბურ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე ერთმანეთს ორი სატვირთო და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქება გამოიწვია. ლოს ანჯელეს თაიმსის ცნობით, შემთხვევის შედეგად ათამდე ადამიანია დაშავებული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაგისტრალი რამდენიმე საათით გადაკეტა. ადგილზე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.