ავტოავარია თუშეთქი მსხვერპლით დასრულდა. უბედურ შემთხვევა სოფელ ბოჭორნაში მოხდა. 22 წლის ახალგაზრდამ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს პოლიცია იძიებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.