მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი - "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს აღნიშნულის შესახებ მამალაძის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც მიმართვაში დეკანოზის უფლებადამცველები აღინშნავენ, საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს და მისი საავადმყოფოდან საპყრობილეში დაბრუნება დეკანოზის ფიზიკურ სიკვდილს უდრის. აღნიშნული ჯგუფი გუშინ შეიქმნა, მასში დეკანოზის ადვოკატები და მეგობრები შედიან. ამასთან ადვოკატები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ, რათა არსებული ინფორმაცია მას სწორად მიაწოდონ.