პატიმარ პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ხობში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კვლავ ხელახალ გამოძიებას და საქმეში გენერალური ინსპექციის ჩართვას ითხოვენ. პატიმრის მამის ინფორმაციით, მისი შვილი 55-ე დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ხობის რაიონის სოფელ ხეთაში გამართულ აქციაზე საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა მივიდა, რომელიც ოჯახს საქმის შესწავლას დაპირდა.პაპუნა ნანეიშვილი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით არის გასამართლებული. მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.