თბილისში მდებარე „მშვიდობის ხიდი“-ს მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 235 ათას 525 ლარია.
მომსახურების მიწოდების ვადად 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ძირითადი ელექტრონული და პროგრამული მოწყობილობები დამზადებულია კონკრეტულად „მშვიდობის ხიდის“ პროექტისთვის და არ არის სერიულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათადარიგო ნაწილების მოძიება თავსებადობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.