მშრალი ხიდის რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე იქ მომუშავე ადამიანები საქმიანობას 9 აპრილის ან დედაენის ბაღში გააგრძელებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში დასაქმებულებისთვის სპეციალური, თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, კალაძის ცნობით, მერია მშრალი ხიდის რეაბილიტაციის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.