თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ, XX ს-ის 30იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კიმადათოვების კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა.
მშრალ ხიდზე ვაჭრობა ხალხმა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, გასაყიდად გაჰქონდათ ყველაფერი ძვირფასი თუ უბრალო ნივთი. "მშრალი ხიდი" ქალაქში მთავარი სუვენერული და ანტიკვარული ბაზრობაა, რომელიც ღია ცის ქვეშ მდბარეობს, გასაყიდად გამოტანილი ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთები ქმნის მყუდრო სხვენის შთაბეჭდილებას, აქ ყველას თავისი ისტორია აქვს, თითოეული ნივთი გამორჩეული და საინტერესოა.