"მშობლებთან არ შემიძლია მისვლა, იმიტომ რომ საფრთხის შემცველია, თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ. მეზიზღებით" - ხმაური პარლამენტში - Palitra News

"მშობლებთან არ შემიძლია მისვლა, იმიტომ რომ საფრთხის შემცველია, თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ. მეზიზღებით" - ხმაური პარლამენტში

2018-05-01 13:39:36+04:00

ხმაური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომა მოითხოვეს. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა ტრანსფარანტებიც გამოფინეს წარწერებით - “ადამიანის უფლებების დაკიდების კომიტეტი”.

უფლებადამცველები მიმართავენ სოფო კილაძეს “საკმარისია თამადობა, აკეთოს საქმე ლგბტ თემის უფლებების დასაცავად”. კომიტეტის სხდომაზე ხმაურია და სხდომა ჯერჯერობით შეჩერებულია.