ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე მოკლა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი მუღლის მკვლელობის შემდეგ თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, რომლის შვილზეც ეჭვიანობდა. მას ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.