ვირტუალური რეალობა მხოლოდ ვიდეოთამაშებსა და კომპანია Facebook-ის მიერ შემოთავაზებულ სოციალურ სერვისებს როდი მოიცავს. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შესვლა, როგორც პროფესიული, ისე ყოფითი კუთხით. მაგალითად, ახალგაზრდა მშობლებისთვის საინტერესო იქნება VR-გარნიტურის საშუალებით, ბავშვის დანახვა მუცლადყოფნის პერიოდში. ეს სრულიად განსხვავდება ულტრაბგერითი კვლევის აპარატის ეკრანის გამოსახულებისგან. აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვის სრულფასოვნად დანახვა ყველა მხრიდან.