ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელების კუთვნილ არამალფუჭებად პროდუქტებს, რომლის სახლში წაღებასაც მშობლები შეძლებენ, მომმარაგებელი კომპანია დააფასოებს. როგორც "პალიტრანიუსს" სააგენტოში განუცხადეს, დაფასოებული პაკეტების წაღება მშობლებს ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ.
ამასთან, სააგენტოში უარყოფენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღსაზრდელებისთვის გამოყოფილი არამალფუჭებადი პროდუქტი ძალიან მცირე - 200-300 გრამის ფარგლებში იქნება. სააგენტოში არც იმას ადასტურებენ, რომ ბაღების აღსაზრდელებისთვის ყოველდღიური რაციონით გათვალისწინებული პროდუქტების ჯამური წონა ბავშვების რაოდენობაზე გაიყოფოდა და მათზე გასაცემი პროდუქტების მუცულობაც 200-300 გრამის ფარგლებში ამის მიხედვით განისაზღვრება.
როგორც "პალიტრანიუსს" ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული პროექტი არ არის კავშირში ბაღებში არსებულ მოქმედ მენიუსთან და გაიცემა განსხვავებული რაოდენობით.