კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ. ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ერთ ჭიქა რძეს, 4 მმ-ით უფრო მაღლები არიან თანატოლებზე, ხოლო ის მოზარდები, რომლებიც დღეში სამ ჭიქა რძეს სვამენ, სიმაღლეში მთელი 15 მმ-ით განსხვავდებიან თანატოლებისგან. ყოველივე ეს რძის უნიკალურ შემადგენლობას ეფუძნება, კერძოდ, იმ ცილას, რომელსაც რძე უხვად შეიცავს და რომელიც ასე აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისათვის.