მშობელს შესაძლოა არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონების განკარგვა-გასხვისება აეკრძალოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარადგინა. როგორც მათ მიერ შემუშავებულ პროექტშია აღნიშნული, ცვლილების მიზანს ბავშვის საკუთრების უფლების დაცვა წარმოადგენს.
პროექტის თანახმად, მშობელს არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონების გაჩუქება-განკარგვა მხოლოდ ბავშვის აუცილებელი საჭიროებისა და ინტერესიდან გამომდინარე შეეძლება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობა იქნება საჭირო.