11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის არეულობების გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლებიც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ. მორიგი პროცესი 8 მაისს 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურირების თქმით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოყვა. ბრალდებულების ნათესავები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.