ყველასათვის ცნობილია, რომ ქალის ჭარბი წონა ორსულობისას ჩვილის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომ ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი მთელი ორსულობის პერიოდში მეტად მნიშვნელოვანია. ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მშობლების ჭარბი წონა ჯერ კიდევ ბავშვის ჩასახვამდე, შემდგომში შვილისათვის არანაკლებ საშიშია.მეცნიერებმა 31 წლის მანძილზე 5337 დედის, მამისა და შვილის მონაცემი გააანალიზეს, გაარკვიეს მშობლების წონა ბავშვის ჩასახვამდე, შეისწავლეს ბავშვთა მეტაბოლიზმის ცალკეული დეტალები :არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინის, გლუკოზის, ლიპიდებისა და ინსულინის დონის ჩათვლით. ყველა მონაცემის ანალიზი ხდებოდა შვილების 16, 17 და 31 წლის ასაკისთვის.გაირკვა, რომ ორსული ქალის კვება დიდ გავლენას არ ახდენს შემდგომ ბავშვის მეტაბოლიზმზე, სამაგიეროდ შვილების შენელებული მეტაბოლიზმი პირდაპირ დამოკიდებული აღმოჩნდა როგორც დედის, ასევე მამის ჭარბ წონაზე ბავშვის ჩასახვამდე.