იტალიაში სკოლებში აუცრელი ბავშვები აღარ უნდა გამოცხადდნენ. ამის შესახებ ახალ კანონშია ნათქვამი. სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ დებატები ეროვნულ დონეზე თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. შედეგად, რეგულაციის მიხედვით, მშობლები, რომლებიც აუცრელ ბავშვებს გაგზავნიან სკოლაში, შესაძლოა, 500 ევროთი დაჯარიმდნენ. ქვეყანაში ახალი კანონის შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რაც იტალიაში, ისევე როგორც სხვა არაერთ ქვეყანაში წითელა გავრცელდა. ახალმიღებული რეგულაციის თანახმად, ბავშვებმა სკოლაში შესვლამდე სავალდებულო იმუნიზაციის პროცედურები უნდა ჩაიტარონ და პოლომიელიტის, წითელას, ჩუტყვავილას, ყბაყურას და წითურას წინააღმდეგ აიცრან.ამასთან, ახალი კანონის თანახმად, 6 წლამდე ბავშვებს საბავშვო ბაღებიდან დაითხოვენ, თუ არ აიცრებიან, ხოლო 6-დან 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებას ვერ აუკრძალავენ თუმცა, მათ მშობლებს დააჯარიმებენ.