2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობის სექტორის ბრუნვა 16 პროცენტით გაიზარდა და 160 მილიონი ლარი შეადგინა. საკონსულტაციო კომპანია პიემსიჯის ანგარიშის თანახმად, პირველ სამ თვეში მშენებლობის პროდუქციის მოცულობა 2016 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით გამოშვებული პროდუქცია შემდეგნაირადაა გადანაწილებული: საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა 41%, საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა 22%, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის მშენებლობა 16%, სამოქალაქო მშენებლობის სხვა სამუშაოები 10% და სხვა საქმიანობის სახეები 11%. ანგარიშის თანახმად, პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების 14% მშენებლობის სექტორში განხორციელდა.