მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში გამწვანების გეგმის წარმოდგენა, იქ არსებული ხეების აღრიცხვა და ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა იქნება აუცილებელი. გარდა ამისა, 4 ათას კვადრატულ მეტრზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერებს საწყის ეტაპზევე დასჭირდებათ სატრანსპორტო კვლევისა და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა.