სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მე-3 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0,5 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2,5 პროცენტიანი კლებით იყო განპირობებული, რამაც მთლიან ინდექსზე ზეგავლენა მინუს 0,68 პროცენტული პუნქტით მოახდინა.
"საქსტატის" ცნობით, საანგარიშო პერიოდში ფასები სამშენებლო მასალებზე 0,2 პროცენტით; ხოლო ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე 0,4 პროცენტით გაიზარდა.