მშენებლობაზე მომხდარი შემთხვევის გამო 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა - Palitra News

მშენებლობაზე მომხდარი შემთხვევის გამო 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

2017-12-14 23:39:09+04:00

თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი შემთხვევის გამო 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიორგი ქარქიშვილი გორის რაიონის, სოფელ ატენის მაცხოვრებელი იყო. იგი დედაქალაქში მშენებლობაზე მუშაობდა. მეგობრების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებს ორი სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ. ქარქიშვილის თანაკლასელების ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.