ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დაკავებულ დირექტორს, ოთარ ცნობილაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 31 მარტს, ჭავჭავაძის 5 ნომერში მიწა ჩამოიშალა და 2 მუშა მოიყოლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით ოთარ ცნობილაძე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.