2018 წელს საქართველოში 10 ათას 204 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 2017 წელთან შედარებით, 291-ით ნაკლებია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ყველაზე მეტი ნებართვა თბილისში გაიცა. საუბარია, 4 ათას 918 ობიექტზე გაცემულ ნებართვებზე, რაც მთლიანი მაჩვენებლის 48%-ს შეადგენს.
2018 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით მეორე ადგილზეა აჭარა. კერძოდ, წინა წელს რეგიონში ნებართვა ათას 391 ობიექტზე გაიცა. მესამე ადგილზე კი ქვემო ქართლია, სადაც მშენებლობის ნებართვა ათას 88 ობიექტზე გაიცა.