ზუგდიდის მერმა ბიზნესმენ მანანა მიქავას ბრალდებას უპასუხა. ის ამბობს, რომ სადავო ტერიტორიაზე საინვესტიციო წინადადების შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არავითარ კორუფციული გარიგება არ.არსებობს , გარდა ამისა, მერმა დასძინა, რომ თავად მიქავა ამ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიიდან გარევაჭრობის საშუალებით იღებს შემოსავლებს. ,ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა თავისმხრივ ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს . მისი მტკიცებით, მიწაზე, რომელიც მას ახალი ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა, მშენებლობას სხვა კომპანია იწყებს.