საქართველოში მსესხებლების 12,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება. „კრედიტინფოს“ 2021 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 229 ათას 854 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 424 ათას 005 -ს შეადგენს.
საერთო ჯამში, აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი მილიონ 800 ათას 430 ადამიანს აქვს, ჯამში 29 მილიარდ 123 მილიონ 121 ათას 918 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 88,4% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივლისის მდგომარეობით ბანკებიდან 26 მილიარდ 881 მილიონ 370 ათას 928 ლარის მოცულობის კრედიტი სულ მილიონ 590 ათას 916 მსესხებელს აქვს აღებული.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და ა.შ. კრედიტორი 558 ათას 109 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი მილიარდ 759 მილიონ 220 ათას 654 ლარს შეადგენს. კიდევ 18 ათას 814 ადამიანს კი ჯამში 482 მილიონ 530 ათას 336 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.