რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა. რუსთაველის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მამუკა ლორია რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდოს „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატია. მან 1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან კი რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.