05:52
22 ივნისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
მსახიობი ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის ფილმში House of Gucci ითამაშებს
16-05-2021

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი და კომპოზიტორი, ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის ფილმში “House of Gucci” ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა აღნიშნულ ფილმში ლედი გაგასთან, რობერტ დე ნიროსთან, ალ პაჩინოსთან, ადამ დრაივერთან და ჯარედ ლეტოსთან ერთად ითამაშებს.
ცნობილია ისიც, რომ ფილმი House of Gucci ამერიკული ბიოგრაფიული და კრიმინალური ჟანრის იქნება და ის 2021 წლის 24 ნოემბერს გამოვა.
"ფილმის სცენაში მხოლოდ პატარა როლი შევასრულე, თუმცა რიდლი სკოტი რომ ერთი დღით შენი რეჟისორია, დაუჯერებელი გამოცდილებაა", — წერს ლუკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.  
ლუკამ იტალიაში ცნობილი მუსიკოსების ქავერ შესრულბით მოიპოვა მსმენელის სიყვარული, ახლა მასთან შესახვედრად გოგონები საათობით დგანან რიგში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები