ამერიკელი მსახიობი კელი პრესტონი 57 წლის ასაკში მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. ის ჯონ ტრავოლტას ცოლი იყო.
„ძალიან მძიმეა შეგატყობინოთ, რომ ჩემი მშვენიერი მეუღლე კელი მკერდის კიბოსთან ორწლიან ბრძოლაში დამარცხდა. ის ბევი ადამიანის სიყვარულითა და მხარდაჭერით გაბედულად იბრძოდა“, - დაწერა ჯონ ტრავოლტამ ინსტაგრამზე და აქვე მის მეუღლეზე ზრუნვისთვის მედპერსონალსა და მის მეგობრებს მადლობა გადაუხადა.
წყვილი 20 წელზე მეტია დაქორწინებულია. მათ 2009 წელს 16 წლის შვილი, ჯეტ ტრავოლტა გარდაეცვალათ. წყვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს.