ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა. გამოცემის მონაცემებით, პირველი ადგილი მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა დაიკავა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40 მილიონ 500 ათასი დოლარის გამომუშავება შეძლო. რეიტინგში მეორე ადგილზეა ანჯელინა ჯოლი 28 მილიონით, მესამე კი ჯენიფერ ანისტონია 19 მილიონ 500 ათასი დოლარით; მას მოსდევს ჯენიფერ ლოურენსი, რომელმაც ბოლო 1 წელში - 18 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო; მე-5 პოზიციას კი 16 მილიონ 500 ათასი დოლარით რიზ ვიზერსპუნი იკავებს.
2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების ათეულში მოხვდნენ ასევე: მილა კუნისი, ჯულია რობერტსი, ქეით ბლანშეტი, მელისა მაკარტი და გალ გადოტი.