ჭეშმარიტად დიდი მსახიობები, არასოდეს რჩებიან რომელიმე როლის ერთგულები - ჯერ კიდევ ჩარლი ჩაპლინი ამტკიცებდა ამას. დღეს თუ ავაზაკს, ავანტიურისტს, ცივსისხლიან მკვლელს ან სალახანას ითამაშებს, ხვალ შეიძლება იგივე თვალებით სიკეთე აფრქვიოს და იგივე ტუჩებით იმედი ჩაგვისახოს. გადავავალოთ თვალი შეუდარებელი მსახიობების რადიკალურად განსხვავებულ კინოროლებს.