მსახიობ საბა უგრეხელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.როგორც „ინტერპრესნიუს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, შსს-ში არ აკონკრეტებენ, დააკავეს თუ არა თავდამსხმელი.ყაზბეგის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, მსახიობ საბა უგრეხელიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც უგრეხელიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას განაცხადა, მას ქალაქის ცენტრში 15 პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.„შაგუს (პერსონაჟი „ჩემი ცოლის დაქალებში“) ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა. მარტო მათგან არ მომისმენია, ზოგადად ქუჩაში ისმის, იმდენად აქტუალურია შაგუ და „ჩემი ცოლის დაქალები“. ჩვეულებრივ მომენტად ჩავთვალე. შემდეგ მოვიდნენ უფრო ახლო გასაუბრებაში და დაიძაბა სიტუაცია. თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა მუცლის არეში, გადავრჩი, კიდევ კარგი ფილტვი არ დამიზიანდა“, - განაცხადა საბა უგრეხელიძემ.