ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის სააპელაციო განხილვა დღეს დაიწყება. საქმეზე, რომელზეც მსახიობს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული დღეს პირველი პროცესი ჩატარდება, თუმცა, შესაძლოა, სხდომა ადვოკატის მოთხოვნით გადაიდოს. როგორც გიორგანაშვილის ადვოკატმა განაცხადა, მსახიობის ახალი ბრალიდან გამომდინარე, შესაძლოა სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარედგინოს. შეგახსენებთ, რომ მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 2 აპრილს კი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. ამჯერად მას გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.