მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. როგორც ადვოკატმა გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგანაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაცვის მხარის არგუმენტებზე, პრაქტიკულად არ უმსჯელია. აქედან გამომდინარე, ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გიორგი გიორგანაშვილს გაამართლებს.