ფიორენტინას ნახევარმცველ ფრანკ რიბერის დისკვალიფიკაცია ემუქრება. ფლორენციული კლუბის ფრანგმა ფეხბურთელმა სერია A-ს მე-9 ტურში, რომის ლაციოსთან (1:2) წითელი ბარათი უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო. მიზეზი ფიორენტინას ფეხბურთელების უკმაყოფილება გახდა მსაჯთა ბრიგადის მიმართ, რომელმაც ლაციოს 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი ჩაუთვალა. 36 წლის რიბერიმ ემოციები ვეღარ მოთოკა და გვერდით მსაჯს ხელი ორჯერ ჰკრა. ახლა ფრანკ რიბერის დისკვალიფიკაცია და სერია A-ს რამდენიმე მატჩის გამოტოვება ემუქრება. საბოლოო გადაწყვეტილებას არბიტრის რაპორტი განაპირობებს.