"რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრამდე გადაიდო.პროცესზე, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობების მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით მიმართეს. ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რითაც გვარამიას ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველის მოსაზრების, როგორც მტკიცებულებიდან ამორიცხვა მოითხოვა. შეგახსენებთ გამოძიება ნიკა გვარამიას კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის უკანონო ფინანსური მაქინაციების გზით რუსთავი 2-თვის დიდი ოდენობით ფინანსური ზარალი მიყენებაში ადანაშაულებს.