წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მრევლიდან ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „პალიტრანიუსს“ ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოანე ოქროპირიძემ განუცხადა, დაინფიცირებულია ქალი, რომელიც 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული. მისივე ინფორმაციით, ტაძარი ამ ეტაპზე დაკეტილია, ხოლო თავად, 6 მონაზონთან ერთად, ტაძარშივე, თვითიზოლაციაში იმყოფება. მამა იოანე ოქროპირიძის თქმით, არც მას და არც დანარჩენ მონაზვნებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.