უნგრეთში 4 შვილიანი დედები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისადმი მიმართვისას ისაუბრა. ინიციატივის მიზანს ქვეყანაში შობადობის გაზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.გარდა ამისა, წყვილს, რომელიც 3 შვილს გააჩენს, დაახლოებით 36 ათასი დოლარის მოცულობის უპროცენტო სესხს შესთავაზებენ.ცნობისთვის, უნგრეთის მოსახლეობის რაოდენობა წლის განმავლობაში საშუალოდ 32 ათასით მცირდება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საერთო საშუალო მაჩვენებელთან შედარებით უნგრეთში შობადობა დაბალია.