საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე წარადგენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტები და დამტკიცდება მეწარმეობის მხარდაჭერის რამდენიმე ახალი მექანიზმი, რომელიც გაზრდის სესხის თანადაფინანსების და თანაგარანტირების შესაძლებლობებს. ასევე, მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის, ან სპეციალური გრანტების შესაძლებლობას.