წარმოგიდგენთ მანქანის სმარტ დამტენს სახელად ZUS. როგორც ამბობენ ის არამარტო ტენის თქვენს მობილურ ტექნიკას 2 ჯერ უფრო სწრაფად, არამედ სხვა მრავალი ფუნქციაც აქვს. დამტენის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ მანქანის დამტენის კვების ელემენტი, გაიგოთ სად გააჩერეთ თქვენი მანქანა, რა მანძილით არის დაშორებელი და ასე შემდეგ. თუ თქვენ დაგავიწყდათ სად დააყენეთ მანქანა, მას ადვილად იპოვით ZUS-ის მეშვეობით. ის სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით გასწავლით მიმართულებას და ადვილად აგნებთ მის ლოკაციას. გარდა ამისა, ის ანათებს და შორიდანაც არის შესაძლებელი მისი დანახვა. იდეის ავ ტორების თქმით, დამტენი თვითონ ადგენს რა ტიპის ტექნიკას ტენის და ამის შესაბამისად ინდივიდუალურად უსადეგებს ენერგიის მიწოდების რეჟიმს. მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ხელსაწყო დატენოს. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ხელსაწყო სხვა მსგავს სატენებთან შედარებით ორჯერ გამძლეა და ერთადერთი ხელსაწყოა, რომელიც აკმაყოფილებგს აშშ-ს სამხედრო სტანდარტებს. ის უძლებს მაღალ ტემპერატურას და არ ხურდება. გარდა ამისა, ZUS ჭარბად არ ტენის თქვენს მოწყობილობებს და არ აზიანებს მათ. იდეის ავტორების თქმით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ლოკაცია გაუზიაროთ მეგობრებს და ახლობლებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.