მრავალეროვნული სწავლება "მტკიცე სული - 2019" დასრულდა. დახურვის ღონისძიება ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც დაესწრნენ. გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, ეს არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ - ასე მიმართა შეკრებილ სტუმრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მტკიცე სული ეს არის რაც ქართველ მეომრებს ახასიათებდა საუკუნეების მანძილზე.