გარევაჭრობის კანონპროექტის შესახებ პარლამენტის წინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თბილისში გარემოვაჭრეები პარლამენტის წინ დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა იმ კანონპროექტის მიღებაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში გარევაჭრობის ცივილიზებულ ფორმას. აქციაზე იმყოფება დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან აღნიშნული კანონპროექტი 2011 წელს მოამზადა, ხოლო პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, თუმცა ახლა დაუსაბუთებლად არის შეჩერებული. როგორც ლაშა ჩარტიშვილმა აღნიშნა პარლამენტში ისინი განცხადებას შეიტანენ. დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მორიგი აქცია დაანონსა, რომელიც 11 აპრილს, საკრებულოსთან გაიმართება.