მოზარდი, რომელიც თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ფაქტს ხეჩინაშვილის კლინიკაში ადასტურებენ.
როგორც ექიმებმა განაცხადეს, კლინიკაში შეყვანისას მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო, მას სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ღონისძიებები უტარდებოდა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.