დაწყებითი კლასის ბავშვმა დღე-ღამეში 2 000 კილო კალორია უნდა მიიღონ. პირველკლასელთა მენიუს მაღალი კალორიულობა სულაც არ ნიშნავს, რომ საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე უნდა იკვებებოდეს მხოლოდ მსუყე საკვებით. დასვენებებზე წახემსება სკოლის ასაკის ყოველი მეათე ბავშვში ჭარბწონიანობას იწვევს.მოზარდებს ესაჭიროებათ სრულიად სხვა მენიუ, რომელიც გაჯერებული იქნება სასარგებლო ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებით.გახსოვდეთ, რომ მძიმე და ცხიმიანი საკვები არ არის საუკეთესო დღის დასაწყისი. იდეალური სააუზმეა - მარცვლეულის ფაფა, რომელსაც დედა მოამზადებს. მშრალად საუზმობა არ არის რეკომენდებული. დღესდღეობით ძალიან ბევრ ბავშვს უსვამენ დიაგნოზს ლაქტოზის აუტანლობას, რის გამოც ორგამიზმს არ შეუძლია რძისა და რძის პროდუქტების სრულფასოვნად შეთვისება. ამ დაავადებისას რძე-მჟავე ნაწარმი არ შედის აკრძალული პროდუქტების სიაში, მათი მომზადების დროს ლაქტოზა იშლება და ამიტომ სახლის ხაჭო და იოგურტი ზიანს არ მიაყენებს ბავშვს. ყველა მოსწავლემ აუცილებლად უნდა მიიღოს ზღვის თევზი. ზღვის თევზი უნიკალური პროდუქტია ტვინის მუშაობისთვის. მის შემადგენლობაში შედის ომეგა - 3 და ომეგა - 6 მჟავები, ფოსფორი, იოდი, კალციუმი, სელენი და ასევე ყველა მოზარდისათვის საჭირო A და E ვიტამინები, რომლებიც ააქტიურებენ და აღადგენენ თავის ტვინის უჯრედებს. აღსანიშნავია,რომ ნახშირწყლები - საუკეთესო საზრდოა თავის ტვინის უჯრედებისათვის, რომელიც მუშაობს მაქსიმალურად თითქმის მთელი წელიწადი. მაგრამ ამ პროდუქტის გამოყენებისას უნდა დავიცვათ ზომიერება. შოკოლადის ორი ნატეხი სრულიად საკმარისია სკოლის ასაკის ბავსვებისათვის.