ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხეს.გამოკითხვა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გამოკითხვისას ბრალდებულებისგან მიიღეს საინტერესო პასუხები, თუმცა კაპანაძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ბრალდებულებმა დეტალური პასუხების გასცეს.მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.